ნატო ჩხეიძე „ომეგას“ თანამშრომლებს მადლობას უხდის, „იბერიას“ თანამშრომლებზე კი ამბობს, რომ ენთუზიაზმი ვერ გამოიჩინეს
ნატო ჩხეიძე „ომეგას“ თანამშრომლებს მადლობას უხდის, „იბერიას“ თანამშრომლებზე კი ამბობს, რომ ენთუზიაზმი ვერ გამოიჩინეს

მადლობელი ვარ „ომეგას“ თანამშრომლების, რომლებმაც სამი თვის იძულებითი გაჩერების მიუხედავად, მოთმინებით აიტანეს, რომ უმუშევრები იყვნენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„რაც შეეხება „იბერიას“, აქ ცოტა უფრო სხვანაირად მოხდა ამბავი. სამწუხაროა, რომ „იბერიას“ ზოგიერთმა თანამშრომელმა, უფრო ოპერატორებმა, მერე ჟურნალისტებიც დაემატნენ, ერთი დღის ენთუზიაზმიც ვერ გამოიჩინეს. ეს არ არის საერთოდ საზოგადოებისთვის სასიამოვნო, მაგრამ ყველაფერი ხდება. კამერები და მიკროფონები დადეს და ამას მოჰყვა, რომ „იბერია“ გაჩერდა. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში „იბერია“ ამბობდა, რომ „ომეგა ჯგუფის“ გაჩერების გამო, როდის გაჩერდებოდა „იბერია“ არავინ იცოდა და სწორედ ერთი დღით ხელფასის დაგვიანებას მოჰყვა ეს.

რაც იყო, იყო, რა თქმა უნდა, მე მათ შევხვდი მეორე დღესვე და ვუთხარი, რომ პირადად ჩემი სახსრებიდან მოვახერხებდი გადახდას, მაგრამ ამას გარკვეული დრო უნდოდა. ეს პროცესი მე დავიწყე კიდეც „იბერიაში“. დარწმუნებული ვარ, რომ „იბერია“ მაუწყებლობას გააგრძელებს, გაჩერებულის აღდგენას ცოტა უფრო მეტი დრო უნდა, თუმცა  ეს აუცილებლად მოხდება. ჯამში, „იბერიას“ თანამშრომლები უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამენ იმაზე, რა პრეტენზიებიც ჰქონდათ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.