ნატო ავღანეთის მისიის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2021 წლის თებერვალში შეხვედრაზე მიიღებს
ნატო ავღანეთის მისიის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2021 წლის თებერვალში შეხვედრაზე მიიღებს

ნატო ავღანეთის მისიის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2021 წლის თებერვალში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა, მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამციროს, რაც ნიშნავს, რომ ავღანეთში კოალიციური ძალების უმეტესობას მისიის მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედროები წარმოადგენენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ავღანეთში ვითარების შეფასებას და აშკარაა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გადამწყვეტ ეტაპზე აღმოვჩნდებით. თუ დავრჩებით, არსებობს ბრძოლის გაგრძელებისა და კიდევ უფრო ხანგრძლივი ჩართულობის რისკი. თუ (ავღანეთს) დავტოვებთ, არსებობს რისკი, ავღანეთი კვლავ გახდეს თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის და ჩვენ დავკარგავთ ასეთი მსხვერპლით მოპოვებულ მიღწევებს. უფრო მეტი ხნით დარჩენას აქვს თავისი საფასური, თუმცა ასევე აქვს საფასური ზედმეტად ადრე წასვლას. ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რთული გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ნატო-ს თავდაცვის მინისტრები თებერვალში შეიკრიბებიან, თუმცა რაც არ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ ეს კოორდინირებულად უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.