National Geographic-მა საქართველო 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის დაასახელა
ჟურნალ National Geographic-მა 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის საქართველო დაასახელა. სტატიის ავტორების რჩეულ 21 ქვეყნას შორის საქართველო მესამე ადგილზეა.
ავტორებმა განსაკუთრებით გამოყვეს, გოგირდის აბანოები, ქართული ტრადიციული კერძები და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ განვითარება საქართველოს დედაქალაქის ვიზუალურ მხარეს თავბრუდამხვევი ტემპით ცვლის.
“გამოსცადეთ ძველი თბილისის ნამდვილი შარმი, ფუმფულა ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა, რომელიც ქალაქს თავისებურ ელფერს სძენს” – ასე აფასებენ საქართველოს დედაქალაქს სტატიის ავტორები.
საქართველოსთან ერთად, 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის: ეთიოპია, ავსტრალია, მექსიკა, ჰავაი, შვეიცარია, ირლანდია და სხვა დიდი ქვეყნები დასახელდა.