National Geographic-მა ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ბოინგის კატასტროფის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო
National Geographic-მა ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ბოინგის კატასტროფის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ამერიკული ტელეარხი National Geographic-ი რეის MH17-ის კატასტროფის შესახებ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს. გამოცემა De Telegraaf-ის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი ეკრანებზე 4 მარტს გამოვა.

პროგრამა Air Crash Investigation-ის გადამღებ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს თანამშრომლებთან, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფილმი მთავარ შეკითხვას – ვინ არის დამნაშავე ავიკატასტროფაში, პასუხს არ სცემს.

2014 წლის 17 ივლისს, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი ბოინგი 777 , რომელიც რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, დონეცკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრიანვში მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფს.