National Geographic-მა 2017 წლის საუკეთესო ფოტოები გამოავლინა
National Geographic-მა 2017 წლის საუკეთესო ფოტოები გამოავლინა

National Geographic-მა ბუნების ფოტოგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსი რამდენიმე კატეგორიად იყოფა: ველური ბუნება, აეროფოტო, ლანდშაფტები და წყალქვეშ.

გამარჯვებული ფოტოებიდან, ზოგიერთის ჩამოტვირთვა ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ყველა კატეგორიის დაახლოებით 2 მილიონი ფოტოდან, ჯგუფმა 57 ფავორიტი გამოავლინა.

გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

მდინარის გადაკვეთისას, მამრი ორანგუტანი ხის უკნიდან იჭყიტება, ბორნეო, ინდონეზია.
კარიბის ვარდისფერი ფლამინგოები ბარტყებს კვებავენ, იუკატანი, მექსიკა.
მშიერი თეთრკუდიანი არწივი უყურებს ორი ყანჩას ბრძოლას.
იაპონური მაკაკა ნებივრობს ცნობილი ცხელი წყაროების ნაპირზე.
დიდი რუხი ბუ მსხვერპლს იჭერს, ნიუ-ჰემპშირი, ინგლისი.
ლავის ნაკადის გადმოფრქვევა კლდიდან, ჰავაი.
მზის სინათლე მინერალებს სხვადასხვა ფერში აკაშკაშებს, დუშანძის დიდი კანიონი, ჩინეთი.
გაზაფხულის ჭექა-ქუხილი, დიდი კანიონი, აშშ.
დილის ნისლი კუეჟდელის ტბაზე, რუმინეთი.
მზის ჩასვლისას განათებული შუქურა და ცისარტყელა, ფარერის კუნძულები.
ატლანტის ოკეანის ტალღები ურტყამს ბუნებრივ აუზს, რომელიც 1930-იან წლებში განავრცეს. სიდნეი, ავსტრალია.
თოვლით დაფარული მეტასოკვოიის ხეები, ტაკაშიმა, იაპონია.
ვულკანი კილაუეა, ჰავაი. ერთადერთი ვულკანი მსოფლიოში, რომლის ლავაც პირდაპირ წყნარ ოკეანეში ჩაედინება.
გადამფრენი თოლიები აფრინდნენ კედარის ხიდან, რომელიც ოკეანეში გამდნარი მყინვარის წყლის ნაკადმა შეაცურა, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა.
მწვანე მცენარეულობა მდინარის ნაპირებზე, კანიონი იუტაში, აშშ.
ლურჯი სტრობოსკოპიული სინათლის ქვეშ დანახული მცენარე ფრინტას საცეცები.
კარიბული რიფის ზვიგენი, კუბა.
მფრინავი თევზი, პალმ-ბიჩი, ფლორიდა.
ტარპონების გუნდი, კარიბის ზღვა.
პორტუგალიური მედუზა პლაჟის სიახლოვეს ზაფხულის დილას, ავსტრალია.