ნათია თურნავა - ყველა დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, რამაც წაახალისა ბევრი ინოვაციური იდეა, ბევრი ადამიანი თუ კომპანია გამოვიდა ახალი იდეებით
ნათია თურნავა - ყველა დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, რამაც წაახალისა ბევრი ინოვაციური იდეა, ბევრი ადამიანი თუ კომპანია გამოვიდა ახალი იდეებით

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ყველას ძალიან დიდი გამოწვევა დაგვიდგა წინ, ამან წაახალისა ბევრი ინოვაციური იდეა, ბევრი ადამიანი თუ კომპანია გამოვიდა ძალიან საინტერესო ახალი იდეებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „მოამბეში“ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სტარტაპებისთვის გარდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამისა, არის მთელი რიგი პროგრამები, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება, რომელსაც მსოფლიო ბანკი და ასევე ევროკავშირი ეხმარება.

„ეს არის 100 000-ლარიანი გრანტები, ეს არის 650 000-ლარიანი გრანტები, რასაც ჩვენ ინოვაციურ სტარტაპეპზე გავცემთ. ამ დღეებში მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან დიდი გამოწვევა დაგვიდგა წინ, ამან წაახალისა ბევრი ინოვაციური იდეა, ბევრი ადამიანი თუ კომპანია გამოვიდა ძალიან საინტერესო ახალი იდეებით. განსაკუთრებით, ეს ეხება ახალ ელექტრონულ პლატფორმებს და ონლაინ ურთიერთობებს, რადგან ჩვენ მყისიერად უნდა გადავეწყოთ დისტანციური ტიპის ბიზნესზე, ამას ახალი გადაწყვეტილებები და ახალი პლატფორმები სჭირდება. აქ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა შემოვიდა. ასევე საინტერესო იდეებია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუნდაც დისტანციური ღილაკების იდეა, რომელიც ერთ-ერთმა სტარტაპმა შემოგვთავაზა და ინერგება ლიფტებში, ბანკომატებში და სხვაგან. არის კიდევ ბევრი სხვა საინტერესო იდეა. რაც შეეხება არაიონავციურ იდეებს, ადამიანებს სურთ, წამოიწყონ ახალი მცირე, მიკრო ბიზნესი. გვაქვს ცალკე პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ სააგენტოს ფარგლებში, ეს არის ჩვენი მიკროგრანტები, რომლებიც ძალიან გავაფართოეთ. აქამდე 10 მილიონის ბიუჯეტი გვქონდა და ახლა 4-ჯერ უფრო მეტი გვაქვს. თითო გრანტის ოდენობა 20 000-დან გავზარდეთ 30 000 ლარამდე. ეს არის ის გრანტები, რისი წყალობითაც ადამიანები მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ადამიანები შეძლებენ მცირე საქმიანობის დაწყებას და ეს გარკვეულწილად დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რაც კორონავირუსის გამო დაგვემართა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.