ნათია თურნავა - ვთვლით, რომ კომპანია იაზრებს თავის პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ნათია თურნავა - ვთვლით, რომ კომპანია იაზრებს თავის პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს

ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მაღაროელთა უფლებები, ჰქონდეთ უსაფრთხო ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი და შესატყვისი შრომის პირობები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი სამინისტრო ძალიან დეტალურად არის ჩართული ამ პროცესებში. მედიაცია დაწყებულია პირველივე დღიდან, სახელმწიფო წარმოდგენილი არის შრომის ინფექციით. ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში არის, რომ ცალსახად დაცული იყოს მაღაროელების უფლებები, ჰქონდეთ უსაფრთხო ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი, შესატყვისი შრომის პირობები და ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ორივე მხარეს შორის უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

„რაც შეეხება შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას, კომპანიას აქვს გარკვეული შეთავაზებები და მთავარია, რაც შეიძლება მალე, ერთ მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაციამ, რომელიც შედგება უახლოეს პერიოდში. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესს, კომპანიას, რომელსაც ყველაზე მეტად ექმნება პრობლემა, რადგან მათი ბიზნესი პრაქტიკულად გაჩერებულია, ვერ მუშაობს და ზარალდებიან. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაიაზრონ ეს პრობლემა და ნორმალური შეთავაზება გაუკეთონ თანამშრომლებს, ეს არის მათ ინტერესში. რასაკვირველია, დაინტერესებული ვართ, რომ ეს კომუნიკაცია რაც შეიძლება სწრაფად შედგეს. თუ საჭირო გახდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ კომპანია იაზრებს თავის პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს. იმედი მაქვს, მაღაროელებიც როგორც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ პროცესს, ასევე პასუხისმგებლობითა და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.