ნათია თურნავა - ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისგან, მათი დამსახურებაა, რომ დღეს ვსაუბრობთ გახსნაზე და არა დაკეტვაზე
ნათია თურნავა - ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისგან, მათი დამსახურებაა, რომ დღეს ვსაუბრობთ გახსნაზე და არა დაკეტვაზე

ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ასეთი უსამართლო კრიტიკისგან და დადანაშაულებისგან ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების, მათი დამსახურებაა მათ შორის ის, რომ დღეს ვსაუბრობთ გახსნაზე და არა დაკეტვაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის, ეპიდემიოლოგეიბს, ექიმების მიმართ, ამ ბოლო დროს ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციები ისმის.

„შეიძლება ეს იყოს გულწრფელი კრიტიკა ბიზნესიდან, რომელმაც შეიძლება ბოლომდე არ იცოდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა, თუმცა ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებაც გვესმის, რადგან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ვინც არის არეულობის მოსურნე, ვინც არის ამბოხის მოსურნე, ვისაც არ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, უნდა რომ დარტყმა მიიტანოს ჩვენს გმირებზე, ჩვენ ასე ვთქვათ მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა მთელი ეს პერიოდი ეპიდემიასთან ბრძოლამ. ეს არის ძალიან უსამართლო და ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ასეთი უსამართლო კრიტიკისგან და დადანაშაულებისგან, ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დამსახურებაა მათ შორის ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნაზე და არა დაკეტვაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.