ნათია თურნავა - ვიწყებთ შეხვედრებს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უცხოელი ვაქცინირებული  მოქალაქეების პირველი ჯგუფები
ნათია თურნავა - ვიწყებთ შეხვედრებს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უცხოელი ვაქცინირებული  მოქალაქეების პირველი ჯგუფები

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ,  თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იძლევა  საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან, ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით დაიწყოს შეხვედრები.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან, ძალიან აქტიურად, ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უცხოელი მოქალაქეების პირველი ჯგუფები, პირველ რიგში ვაქცინირებული, რომელთაც სურთ დაათვალიერონ საქართველო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.