ნათია თურნავა - ვფიქრობთ, აცრილი პირების მიმართ შეღავათები უნდა დაწესდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამაში კერძო სექტორიც აგვყვება ფასდაკლებების აქციით, თუ სხვა უპირატესობით
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, აცრილი პირების მიმართ შეღავათები უნდა დაწესდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამაში კერძო სექტორიც აგვყვება ფასდაკლებების აქციით, თუ სხვა უპირატესობით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი პირებისთვის გარკვეულ შეღავათებთან დაკავშირებით.

თურნავას თქმით, მსგავსი მიდგომა მსოფლიო პრაქტიკის ნაწილია.

მინისტრის აზრით, აცრილ ადამიანებს შეღავათები უნდა დაუწესდეთ არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამ პროცესში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.

„ზოგადად, არა მარტო ტურისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში, ვინც გამოხატავს სურვილს და დროულად აიცრება, უწყებათაშორის საბჭოზე მიმდინარეობს საუბარი, თუ რა ბენეფიტები, რა შეღავათები გავრცელდეს მათზე.

ეს მსოფლიო პრაქტიკაც არის, მაგალითად, ისრაელი რომ ავიღოთ, იქაც ძალიან ბევრი შეღვათი იყო გავრცელებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიმართ შეღავათები უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამაში კერძო სექტორიც აგვყვება, მაგალითად, ფასდაკლებების აქციით, თუ რაიმე სხვა უპირატესობით. ამაზე ჩვენ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ. სულ მალე მზად ვიქნებით ამისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი