ნათია თურნავა - ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზე
ნათია თურნავა - ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზე

ყველა სხვა თანაბარ პირობებში, იმის ფონზე, რომ ლარმა ისტორიული გამყარება განიცადა, არ ვპროგნოზირებთ დიდ რყევებს, ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია ეკონომიკური ზრდა და საბაზო სცენარის ფარგლებში მერყეობს, დაბალია ინფლაცია, მაღალ ნიშულზეა გარე შემოდინებები, ტურიზმის აღდგენა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, გზავნილები და საგარეო ვაჭრობა კი ნორმის ფარგლებშია.

ნათია თურნავამ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების მნიშვნელობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უპირატესობებზე ისაუბრა.

„იმ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განმტკიცებაში და ეს არის საწინდარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.