ნათია თურნავა - ვაქცინაცია არის გზა, რომ შეუფერხებლად გავაგრძელოთ ეკონომიკის გაჯანსაღება
ნათია თურნავა - ვაქცინაცია არის გზა, რომ შეუფერხებლად გავაგრძელოთ ეკონომიკის გაჯანსაღება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, რადგან ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მობილობის გაზრდასთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა ქვეყანამ შეუფერხებლად გააგრძელოს ეკონომიკის გაჯანსაღება.

„დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, ვართ იმ პოზიციაზე, რომ შესაძლებელია სრულიად ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არანაირად არ შევაფერხოთ ჩვენი ეკონომიკა, რაც შეუძლებელი იქნება ახლა, რადგან ჩვენი ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი საწინდარი არის ამა თუ იმ დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება. მით უფრო, როდესაც ჩვენ გვაქვს 3 მილიონამდე დოზა სხვადასხვა ვაქცინა, მათ შორის „ფაიზერიც“, ადგილზე გვაქვს 2 მილიონი ჩინური ვაქცინა, კიდევ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შემოვა. ანუ არ არსებობს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, როგორ ავიცართ, არის თუ არა ხელმისაწვდვომი ის ვაქცინა, რომლის გაკეთებაც ამა თუ იმ ადამიანს სურს, ეს თემა მოხსნილია.

ჩვენ ჩართული ვართ საკმაოდ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც კი დავდვივართ და ვესწრებით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების ვაქცინაციას, რათა მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მოსახლოებაში არსებობს სხვადასხვა კითხვა, რაც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმთა კორპუსი ასევე აქტიურად არიან ჩართული ვაქცინის შესახებ კითხვებზე პასუხში, სხვადსხვა განმარტებით აქციაში, დადიან და არსებულ კითხვებს პასუხობენ. მე პირადად, ვესწრები საწარმოების თანამშრომლების ვაქცინაციას, მსხვილი დამსაქმებელების. იცით, რომ იგივე რუსთავის აზოტმა დაიწყო აცრა, „ქართლის ტექსტილის“ საწარმომ და ამ ჯგუფის სხვა ტექსტილის საწარმოებმა. გახლდით ბათუმში, სადაც ასევე დავესწარი ბათუმის მეზღვაურთა სექტორის თანამშრომელთა ვაქცინაციას. ვეცდები, ფოთშიც დავესწრო მეზღვაურების ვაქცინაციას და ასევე პირადად მოვუწოდო და გავამხნევო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე და არ დაგვარტყას პანდემიამ ეკონომიკაზე. და ეს სრულიად შესაძლებელია, თუ ყველანი ვკონცენტრირდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი