ნათია თურნავა - უჭირს მსოფლიო ეკონომიკას, ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის
ნათია თურნავა - უჭირს მსოფლიო ეკონომიკას, ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის

უჭირს ჩვენს ეკონომიკას, მსოფლიო ეკონომიკას, ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ეპიდსიტუაციას წერტილოვანი ზომებით მართავს, შესაბამისად ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა.

„ვფიქრობ, ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები, რომ ჩვენ მივმართავდით რაღაც საყოველთაო საკარანტინო ზომებს არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების მოსალოდნელი ზრდა გვაქვს მას შემდეგ, რაც ძალიან აქტიური შიდა ტურიზმის სეზონი იყო, ვხედავთ, რომ ეს პიკი უკვე გარდატეხილია და თანდათან კლებისკენ წამოვა. ამ სიტუაციას ვმართავთ მხოლოდ წერტილოვანი ზომებით. ბიზნესი ხედავს, რომ მათ ხელი არ შეეშლებათ მომავალ საქმიანობაში, მოსახლეობას მობილობაში არ შეეშლება ხელი. შესაბამისად, სხვა, სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს. რა თქმა უნდა, უჭირს ჩვენს ეკონომიკას, უჭირს მსოფლიო ეკონომიკას, ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის და იგივე, რეგიონის ქვეყნებს რომ შევადაროთ, ჩვენთან გაცილებით უფრო ნაკლები რყევებია“, – განაცხადა თურნავამ.