ნათია თურნავა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხვდება
ნათია თურნავა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხვდება

მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა ბიზნესის ვალდებულებაა, მაგრამ თუ ბიზნესი მიზეზთა გამო ვალდებულებას ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მზად არის, ერთად მოიძებნოს მისაღები გამოსავალი,- ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებთან შეხვედრაზე.

„მეშახტე შახტში არა პროტესტის ნიშნად, არამედ სამუშაოდ უნდა ჩადიოდეს. ჩვენ მოვედით, რადგან გავეცნოთ თქვენს მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად მოვნახავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო პირობები. ამ კითხვაზე მინდა, პასუხი მოვისმინო. როდის იქნება დავალიანება გასტუმრებული და როდის აღდგება მოპოვება“,-აღიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი.

„კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა ჯგუფთან. მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

ტყიბულის შახტები ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. მეშახტეები სახელფასო დავალიანების მოთხოვნით, 24 სექტემბრიდან აქციებს მართავენ.