ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება

11:42, 02.11.2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მიზეზი კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტია.

„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი