ნათია თურნავა - ტურისტული ინდუსტრიისთვის, მათ შორის რესტორნებისა და სასტუმროებისთვის გაიდლაინები შემუშავებულია, ვგეგმავთ, მათი შესრულების კვალობაზე, უახლოეს დღეებში მოხდეს ამ ინდუსტრიის გახსნა
ნათია თურნავა - ტურისტული ინდუსტრიისთვის, მათ შორის რესტორნებისა და სასტუმროებისთვის გაიდლაინები შემუშავებულია, ვგეგმავთ, მათი შესრულების კვალობაზე, უახლოეს დღეებში მოხდეს ამ ინდუსტრიის გახსნა

ტურისტული ინდუსტრიისთვის, მათ შორის რესტორნებისა და სასტუმროებისთვის სპეციალური გაიდლაინები უკვე შემუშავებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გაიდლაინები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს.

„ზოგადად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ამ გაიდლაინების შესრულების კვალობაზე ამ ინდუსტრიის გახსნა. შეიძლება, ეს ერთდროულადაც მოხდეს, შეიძლება, გახსნის პერიოდი მანამდეც გახდეს ცნობილი, მაგრამ რა თქმა უნდა, წინაპირობა იქნება გაიდლაინების შესრულება. ინდუსტრია ძალიან სწრაფად აითვისებს გაიდლაინებს, რაც კი რამეა შემუშავებული, მათთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა, სიურპრიზი არ იქნება. ძალიან მალე გაიხსნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ გაიდლაინებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.