ნათია თურნავა - ვინმე თუ იზიარებს ანტიჰესების კამპანიასა და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს
ნათია თურნავა - ვინმე თუ იზიარებს ანტიჰესების კამპანიასა და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს – ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი.

„გთხოვთ, კონკრეტულად დააფიქსიროთ, იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.