ნათია თურნავა - S&P Global-ის რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები კვლავაც სტაბილურად აფასებენ ჩვენს ეკონომიკას
დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოს „სტანდარტ ენდ პურსის“ მიერ გაკეთებული შეფასება, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ეს რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენის პროგნოზები არის წინააღმდეგობრივი და გარკვეული გამოწვევები დარჩა, კვლავაც სტაბილურად აფასებენ, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა არის საკმაოდ მყარი“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, „სტანდარტ ენდ პურსმა“ გამოაქვეყნდა გაზრდილი მოლოდინი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის – 7.5 პროცენტი.
„ეს ჩვენი აზრით, არის ის მინიმუმი, ჩვენ მივაღწევთ, თუმცა ისევ ვამბობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ორნიშნა ზრდაზეც გავიდეთ წლის ბოლოს“,- განაცხადა თურნავამ.
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დატოვა.