ნათია თურნავა - სიძულვილის ენის გამოყენება დაბალ კულტურაზე მიანიშნებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენება ყოველთვის მიუღებელია.
მისივე თქმით, აზრების ასეთი ფორმით გამოხატვა დაბალ კულტურასა და საგნობრივი კონტრარგუმენტების არქონაზე მიანიშნებს.
„სიძულვილის ენის გამოყენება არის მიუღებელი, იქნება ეს წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ამის მომსწრეები ვართ. რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებს მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს.
აზრების ძალიან მიუღებელი ენით გამოხატვა, პირველ რიგში, მიანიშნებს დაბალ კულტურაზე, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ საგნობრივი სერიოზული კონტრარგუმენტები. ვისაც არ აქვს რეალური არგუმენტი, ის გადადის ლანძღვაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.