ნათია თურნავა - შევქმენით ყველა პირობა,  ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია
ნათია თურნავა - შევქმენით ყველა პირობა, ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია

შევქმენით ყველა პირობა, ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა,

მისივე თქმით, დღესდღეობით ვირუსის გავრცელების მართვის შესახებ ცოდნაც მეტია და ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით უკეთ არის აღჭურვილი.

„შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავებაა 2021 წელს და 2020 წლის გაზაფხულს შორის. თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი რომ ეპიდვითარების მართვის ცოდნა ნაკლებად არსებობდა მსოფლიოში და საქართველოში. ახლა, პრაქტიკულად, თითქმის წელიწად-ნახევარი, პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ხომ? ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტი არის, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ აღჭურვილია, გაძლიერებული, გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა. ანუ შედარებით მარტივია ინფიცირებულთა მართვა. ჩაკეტილ პირობებში პრაქტიკულად, ვირუსის გადაცემა-გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, რომელიც არის ჩაკეტილი. ჩვენ დიდძალი სესხი ავიღეთ ამისთვის, მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გვაქვს, რადგან სესხი სესხია, ის იქნება დასაბრუნებელი. ამიტომ შევქმენით ყველა პირობა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით ჩვენ დავამარცხოთ პანდემია და ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი