ნათია თურნავა - შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება კონსტიტუციის აღსრულებას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს
ნათია თურნავა - შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება კონსტიტუციის აღსრულებას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს

შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

„პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ გადადგა. დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალია. მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას, მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი“, – განაცხადა თურნავამ.

პაპუნა ლეჟავამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.