ნათია თურნავა - საუბარია საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინის პორტებს შორის შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე
ნათია თურნავა - საუბარია საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინის პორტებს შორის შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე

ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც გვჭირდება, ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინის პორტებს შორისშავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე.

„იყო საქმიანი მსჯელობა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებებს შესრულებაში. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტად განვავითაროთ შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინის პორტებს შორის. ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება, რადგან დღეს სწრაფად ვითარდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა. ევროკავშირი არის ნომერ პირველი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში“, – განაცხადა თურნავამ.