ნათია თურნავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
ნათია თურნავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი საქართველოში თავის უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთარებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.

განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია.

ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც „ბრექსიტის“ შემდეგ ამოქმედდება.