ნათია თურნავა - საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და მაღალი საერთაშორისო რეიტინგები შეინარჩუნა
ნათია თურნავა - საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და მაღალი საერთაშორისო რეიტინგები შეინარჩუნა

საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ამაში კი, მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, დიდი როლი შეასრულა ეროვნული ბანკის სწორმა, ფრთხილმა მონეტარულმა პოლიტიკამ.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გზით დაუპირისპირდა გლობალურ გამოწვევას, როგორიც არის ინფლაცია, ამ კუთხით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია, ხასიათდება დაღმასვლით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, და ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუცია, ისევ ასე გააგრძელებს საქმიანობას და ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“, – აღნიშნა თურნავამ.