ნათია თურნავა - საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამჭვირვალედ წარიმართება
ნათია თურნავა - საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამჭვირვალედ წარიმართება

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამჭვირვალედ წარიმართება, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა.

„ლევან სურგულაძემ ნათლად განაცხადა, რომ მას აქვს განსხვავებული გეგმები. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა საპენსიო რეფორმა წარმატებულად დაწყებულიყო. პირველი ეტაპი პრაქტიკულად დასრულებულია და ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ძალიან კარგად გააზრებულ საინვესტიციო პოლიტიკას. ასეთია ლევან სურგულაძის სურვილი, რომელსაც არ შევეწინააღმდეგებით. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, არსებობს პროცედურა, გამოცხადდება კონკურსი. როგორც უნდა წარიმართოს ეს პროცესი და ეს პროცესი რა თქმა უნდა გამჭვირვალედ და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარიმართება, ეს არანაირად არ აისახება საპენსიო რეფორმის წარმატებაზე და საპენსიო სააგენტოს ეფექტურობაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. სურგულაძე პოსტს 16 იანვრიდან დატოვებს.