ნათია თურნავა - სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას
ნათია თურნავა - სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია მთავრობას ძალიან კარგად უძღვება.

„არ ვადასტურებ თქვენს ვერსიებს, უფრო მიმაჩნია შავ პიარად და პიარ სპეკულაციებად, რადგან არ გვაქვს არანაირი საფუძველი, დღეს ვიმსჯელოთ სამთავრობო ცვლილებებზე. ბატონი გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას“ ,- განაცხადა თურნავამ.