ნათია თურნავა – სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას

14:15, 13.05.2021

სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული ტურიზმის. სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“,- განაცხადა თურნავამ.

მსგავსი