ნათია თურნავა - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია სწრაფად და მარტივად ვერ მოხდება, გეგმაზომიერად ვმუშაობთ
ნათია თურნავა - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია სწრაფად და მარტივად ვერ მოხდება, გეგმაზომიერად ვმუშაობთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ისე სწრაფად და მარტივად ვერ განხოერციელდება, როგორც ქონების პრივატიზაცია.

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ვერ იქნება ისეთი სწრაფი და მარტივი, როგორც ეს არის ქონების პრივატიზაცია. დაახლოებით ექვსი თვე დაგვჭირდა, ვიდრე ქონების პრივატიზაციას, გააზრებულს დავიწყებდით. რაც შეეხება საწარმოებს, ჯერ ერთი, მთავარი სირთულე არის მათი ობიექტური შეფასება. ამ შემთმხვევაში შენ ყიდი არა უბრალოდ უძრავ ქონებას, არამედ ბიზნესს. როგორც წესი, აქ არის კრედიტორული დავალიანებები, სხვადასხვა იურიდიული რისკი და ვერ დაარწმუნებ ბიზნესს იმაში, რომ საწარმო მიმზიდველია და უნდა გაიყიდოს“ ,- განაცხად ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ასეთ საწარმოებთან დაკავშირებით მუშაობა გეგმაზომიერად, სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზომიერად, გვაქვს სტრატეგია ამ საწარმოებთან დაკავშირებით. არის საწარმოები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მათი პრივატიზების საკითხი დღეს არ დგას. აქ მივდივართ კორპორატიზაციის გზით, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემა-აქ ეს პროცესი დაწყებულია აზიის განვითარების ბანკთან ერთად. არის საწარმოები, რომლებთან მიმართებაშიც შეიძლება, პრივატიზება განვიხილოთ და შევთავაზოთ ინვესტორებს, რათა აქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და გაჩერებული საწარმო ამოქმედდეს. ასე განვიხილავთ საქართველოს ფოსტას. მას ვამზადებთ იმდაგვარად, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა, რადგან ფოსტა მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.