ნათია თურნავა - საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება, სასტუმრო ბიზნესს ვთხოვ, ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს, მრავალკვირიან მოლაპარაკებებში დროს ვერ დავკარგავთ
ნათია თურნავა - საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება, სასტუმრო ბიზნესს ვთხოვ, ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს, მრავალკვირიან მოლაპარაკებებში დროს ვერ დავკარგავთ

დღეიდან ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ორკვირიან კარანტს გაივლის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება.

თურნავა იმედოვნებს, რომ სასტუმრო ბიზნესი სახელმწიფოსთან კვლავ ითანამშრომლებს.

„ჩვენ პრაქტიკულად უკვე დღეიდან გადავდივართ კიდევ უფრო გაძლიერებული კარანტინის რეჟიმზე, რაც შეეხება საქართველოში შემომსვლელებს. აქამდე თუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვუშვებდით, კარანტინში მხოლოდ და მიდიოდნენ ის კატეგორიები, ვინც რისკ ქვეყებიდან მოდიოდნენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, ვინც გადაკვეთს საზღვარს, გაივლის ორკვირიან კარანტს.

ეს არის ორგანიზებული კარანტინი, რადგან თქვენ იცით, მთელი ჩვენი დაცვის სტრატეგია ეფუძნება ძალიან ძლიერ პრევენციას და ამით ვართ ჩვენ ძალიან ძლიერები და ძალიან წარმატებულები. შესაბამისად, ეს ზომები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროება სივრცეების, პრაქტიკულად გაორმაგდება. დღეს ჩვენ სამი ათასამდე ადამიანი ერთდროულად გვყავს სხვადასხვა განთავსების ობიექტში, სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. ხვალ საჭიროება ამ ოთახების და სასტუმრო სივრცეების, რადიკალურად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს, ვინც ჩვენთან ასე კარგად თანამშრომლობს და ურთიერთშეთანხმებით ვახერხებდით ამ საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას, მაგრამ ვინაიდან საჭიროება რადიკალურად იზრდება, არ გამოვრიცხავთ, რომ რადიკალურ ზომებსაც მივმართოთ ამ სიტუაციაში.

წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმრო ბიზნესს, რომ გაგებით მოეკიდოს ამას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კვლავაც ჩვეულებრივად ვითანამშრომლებთ. იგულისხმება, რა თქმა უნდა, სივრცეების დათმობა  გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ დროს მრავალკვირიან მოლაპარაკებებში და ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამას, რომ ჩვენთვის დღეს მთვარი და საგანგებო პრიორიტეტი არის მოსახლეობის ინტერესების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი არის თითოეული ჩვენგანის დაცვა და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე როგორც გაგებით ეკიდებოდნენ ამ საკითხს, ამის შემდეგაც გაგებით მოეკიდებიან ამას“ ,- აღნიშნა ნათია თურნავამ.