ნათია თურნავა - საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა
ნათია თურნავა - საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა

საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმით ამოქმედდა. ეს პროგრამა კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე.  არსებული მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირების თხოვნით 913-მა სასტუმრომ მოგვმართა და მათგან 687 უკვე დაფინანსდა, დანარჩენიც უახლოეს დღეებში დაფინანსდება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბიზნესისთვის გაცემულ დახმარებებზე.

„მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის მეშვეობითაც, მცირე და საშუალო ბიზნესებს ბანკებში თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ, რომ მათ შეძლონ სესხების აღება შეუფერხებლად შეძლონ. გაზრდილი ბიუჯეტით ამ პროგრამის ამოქმედებიდან სულ ერთი თვეა გასული და უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა მისით, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა.

ბოლოს, იპოთეკური სესხები და ბინათმშენებლობების პროგრამის დახმარება, რომლითაც, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადმაიანმა ისარგებლა. ეს პროგრამები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.

დატოვე კომენტარი