ნათია თურნავა - სააკაშვილის შიმშილობის საკითხი არ არის ეკონომიკის მინისტრისადმი ადეკვატური კითხვა
ნათია თურნავა - სააკაშვილის შიმშილობის საკითხი არ არის ეკონომიკის მინისტრისადმი ადეკვატური კითხვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განაცხადებით, სააკაშვილი კანონით დაკისრებულ სასჯელს იხდის.

მან ასევე სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სააკაშვილის შიმშილობის საკითხი არ არის ეკონომიკის მინისტრისადმი ადეკვატური კითხვა.

„სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებულია კანონით. რაც შეეხება, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, არ მიწყინოთ, ვფიქრობ, ამაზე არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოშიც ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს კვება, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ახლა ეს კონკრეტული, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.