ნათია თურნავა - როგორც ჩანს, „ფრონტერას“ საქმიანობის ზოგადი სტილია, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს
ნათია თურნავა - როგორც ჩანს, „ფრონტერას“ საქმიანობის ზოგადი სტილია, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს

სხვა კრედიტორებთან „ფრონტერას“ ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს განცხადებაშია მოხსენიებული, ცნობილია და ღია წყაროებზე დაყრდნობით, მათი გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია. „ფრონტერას“ აქვს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები. აქ საუბარია არა „ფრონტერა საქართველოზე“, არამედ „ფრონტერა ჯგუფზე“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა​.

მისი თქმით, „ფრონტერა ჯგუფში“ გარკვეული ხნის წინ ლიკვიდატორი დაინიშნა, სახეზეა ვალაუვალობის ნიშნები და მას საკმაოდ ბევრი კრედიტორი ჰყავს.

მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა კრედიტორმა ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერას“ მოუგო სასამართლო დავა და ახლა აუქციონზე მისი კუთვნილი ქონების აღსრულება იწყება. საუბარია ნავთობისა და გაზის მილებზე.

„როგორც ჩანს, ეს არის „ფრონტერას“ საქმიანობის ზოგადი სტილი და პრობლემა, რომ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.