ნათია თურნავა - ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში
ნათია თურნავა - ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები ექსპორტზე გავა.

მინისტრის თქმით, ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპულ ქვეყნებში, ასევე თურნავას თქმით, მოთხოვნა არის უკრაინაშიც.

„დღეს თვალს უხაროდა, სიმართლე გითხრათ, პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ყველას ეკეთა ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვადასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვახერხეთ და არამარტო ერთი კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა, დოლბანდის პირბადე, რომელმაც გადაგვატანინა ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც სხვა უბრალოდ არ არსებობდა, არამედ უკვე 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს. იმდენად გაჯერდა საქართველოს ბაზარი, ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, როგორც დღეს ითქვა, დიდი რიგები დგას ამის გამო, არის უკრაინაში მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად ორ თვეში“,- განაცხადა თურნავამ.