ნათია თურნავა - „ქართული ოცნება“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, ვფიქრობ, მომავალში ახალი წევრები თუ შემოგვემატებიან და არა ვინმე წავა
ნათია თურნავა - „ქართული ოცნება“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, ვფიქრობ, მომავალში ახალი წევრები თუ შემოგვემატებიან და არა ვინმე წავა

„ქართული ოცნება“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, განვითარება, პერსპექტივა, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე,  მგონი, მომავალში თუ შემოგვემატებიან წევრები და არა ვინმე წავა სხვაგან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა.

„არ ვიცი ბატონი გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ, არ ვიცი მისი განაცხადის შესახებ იმიტომ, რომ თავად ძალიან მწირი ინფორმაცია გაახმოვანა და მსგავსი არაფერი უთქვამს. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვინმე სადმე გადავა. „ქართული ოცნება“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, განვითარება, პერსპექტივა, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. მესამედ მოიგო ძალიან დამაჯერებლად არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. აქედან გამომდინარე, მგონი, მომავალში თუ შემოგვემატებიან წევრები და არა ვინმე წავა სხვაგან“, – განაცხადა თურნავამ.