ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს
ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ოთხი ახალი კომპონენტი ემატება, რომლით სარგებლობას ბენეფიციარები პირველი სექტემბრიდან შეძლებენ. ეს არის სახელმწიფო პროგრამა – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ – პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

„ბიზნეს უნივერსალი – ამ პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა. ბიზნეს ექსპორტი – პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით, მეწარმე სუბიექტის ხელშეწყობით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით. აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება – პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.