ნათია თურნავა - პოსტკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განახლებული საინვესტიციო სტრატეგია იქნება
ნათია თურნავა - პოსტკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განახლებული საინვესტიციო სტრატეგია იქნება

განახლებული საინვესტიციო სტრატეგია ჩვენი პოსტკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენ ახლახან გამოვაქვეყნეთ ანტიკრიზისული გეგმის ყველა ეტაპი, მათ შორის როგორ ვეხმარებით ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, დეველოპერებს. პოსტკრიზისული გეგმა იქნება შემდგომი ნაბიჯი. განახლებული საინვესტიციო პოლიტიკა ამის ნაწილია, იქნება ორი ძირითადი ქვაკუთხედი: ერთი არის ადგილობრივი წარმოების წახალისება და იმპორტზე დამოკიდებულების არსებითად შემცირება საკუთარი რესურსის გამოყენებით, საკუთარი წარმოება საკუთარ ბაზარს; მეორე მიმართულება არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია, რომელიც ეფუძნება იმ ზოგად გლობალურ ტრენდებს, რომ ახლა ხდება სხვადასხვა წარმოების გადატანა, დივერსიფიკაცია. ჩვენ ვიქნებით საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ჩვენთან გადმოიტანონ წარმოებები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ამ მიმართულებით კონკრეტულად რა შეთავაზებები ექნება საქართველოს მთავრობას.

დატოვე კომენტარი