ნათია თურნავა - პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე ის ფაქტორებია, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებსა და ლარის კურსზე
ნათია თურნავა - პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე ის ფაქტორებია, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებსა და ლარის კურსზე

ჩვენი მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი, არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ მას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ახალი ინიციატივებით ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და ეროვნული ვალუტის გამყარებას.

„თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე – ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებსა და ლარის კურსზე.

ყველანაირად ვუწყობთ ხელს ეკონომიკის გაძლიერებას, ლარის კურსის გამყარებას, მათ შორის თუნდაც იმ ახალი ინიციატივით, რასაც დღეს ვაანონსებთ ახალი ინვესტიციებით ჩვენს ეკონომიკაში, ასევე, თუნდაც იმით, რაც დავაანონსეთ – 12 ახალი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით. ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო. ვვითარდებით ისე, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.