ნათია თურნავა - პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით, ამავე პერიოდში მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა
ნათია თურნავა - პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით, ამავე პერიოდში მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა

ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, პირველ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების“ შესაბამისად.

„ამავე პერიოდში მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება.

გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა. პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.