ნათია თურნავა - პირდაპირ გეტყვით, რომ რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება
ნათია თურნავა - პირდაპირ გეტყვით, რომ რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება

პირდაპირ გეტყვით, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონტექსტიდან ამოვარდნილია განცხადება, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზება იგეგმება.

„რკინიგზასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მე მგონი ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი შეფასებაა, რადგან ფინანსთა მინისტრის მიმართ დასმული იყო კითხვა, რას აპირებს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის გაზრდასთან მიმართებაში, რადგან სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის ამაღლება არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება. რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ძირითადად რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, მათ შორის რკინიგზასთან მიმართებით, რადგან იგივე ჩვენი ვალდებულებები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს აღებული, ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, რესტრუქტურიზაციას, როდესაც ცალკეა ინფრასტრუქტურა გამოყოფილია და ცალკე სერვისები. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვგეგმავთ რკინიგზის პრივატიზებას. ამ ეტაპზე მსგავსი გეგმები არ განიხილება, ვიხილავთ მხოლოდ რკინიგზის ეფექტურობის შემდგომ ამაღლებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.