ნათია თურნავა - პანკისის ხეობაში შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ
ნათია თურნავა - პანკისის ხეობაში შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში, 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე პასუხიმგებლობას გრძნობს. ნათია თურნავამ პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო გაუგებრობა იყო.

„როცა მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკის მინისტრის. ამ შექმნილ პრობლემაზე ჩემს პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. დავინახე დიდი გამოწვევა და საჭიროება მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების.

​როცა პანკისის ხეობისა და სხვა რამდენიმე მსგავსმა შემთხვევამ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტები ცუდი კომუნიკაციის გამო დააბრკოლა და დროულად ვერ განახორციელა, ამან დაგვანახა, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილში. უკეთესი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევას აკლდა. ეს საკითხები არის მაინც ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, ორმხრივ რეჟიმში წარმოებული. პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით 1,5 წელიწადი კომუნიკაციას აწარმოებდა მოსახლეობასთან და განსხვავებული განცდა იყო, ეს კომუნიკაცია თუ რამდენად შედეგიანია. ვნახეთ, რომ ეს კომუნიკაცია შედეგიანი არ იყო“, – განაცხადა თურნავამ.