ნათია თურნავა - ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს
ნათია თურნავა - ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს

ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა დისკომფორტს, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ არის.

თურნავას განცხადებით, დისკომფორტი და უხერხულობა არის, თუმცა ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ქუჩის პროტესტის ფორმა აირჩია.

„რა თქმა უნდა არის დისკომფორტი და უხერხულობა. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უნდა გრძნობდეს. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, მათ შორის, მათ რჩეულებს კითხვები დაესვათ მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა დისკომფორტია, მაგრამ ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც ქუჩის ფორმა არჩიეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.