ნათია თურნავა - მწვანე ზონის სტატუსი არ დაგვიკარგავს, ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ
ნათია თურნავა - მწვანე ზონის სტატუსი არ დაგვიკარგავს, ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ

ჩვენ არ დაგვიკარგავს მწვანე ზონის სტატუსი, ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ.

„როგორც პანდემიის პირველი დღიდან ხდებოდა, ჩვენ ადეკვატურად, ეფექტურად და სწრაფად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი იყო ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია, ახლა მთავარია, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ თითოეული შემთხვევა ლოკალურად მართვადი იყოს და ეკონომიკა არ დავაზარალოთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი