ნათია თურნავა - მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად
ნათია თურნავა - მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული დოკუმენტაციით. მეტი ნდობა გაჩნდეს პროექტის ირგვლივ ნებისმიერი დაინტერესებული ექსპერტი, სამეცნიერო დაწესებულება, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩართული არის ამ ტიპის კვლევებში მიიღებს მონაწილეობას, გადახედავს თავის რეკომენდაციებს მოგვაწვდის. დღეიდან ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყველა დაინტერესებულმა ორგანიზაციამ მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად. ექსპერტთა საბჭო იქნება ამ პროცესის მაკოორდინირებელი, დამოუკიდებელი ორგანო, რათა მეტი სანდოობის ხარისხი იყოს საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ უკეთეს ნამახვანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცალკე ფორმატი შეიქმნება, გაიმართება შეხვედრები არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და იქნება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობაში არსებობს.

„ერთ-ერთი საკითხი არის მიწის თემა, რომ რატომ გადაეცა ინვესტორს მიწა. ჩვენ ვხსნით, რომ საქართველოში ყველა ჰიდროელქტრო სადგური გარდა „ენგურჰესისა“, არის კერძო და იქ კერძო ინვესტორი კანონიერად ფლობს მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ასევე განმარტებას გავაკეთებთ თუნდაც კონტრაქტის ნაწილთან დაკავშირებით. ადამიანებმა, ვისაც არ ჰქონია შეხება ენერგეტიკასთან, შეიძლება ეს არ იცოდნენ და ამ კითხვას სვამდნენ, ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს ავხსნათ და ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა თურნავამ.