ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს
ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს – საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების გეგმას ეხებოდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და კვების პროდუქტების წარმოებაზე, ასევე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების წარმოებაზე.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ასევე საექსპორტო დარგებზე, რომლებიც მომავალში დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რომელიც ამ კრიზისში შესვლამდე გვქონდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.