ნათია თურნავა - მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურადაა გამოქვეყნებული ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე
ნათია თურნავა - მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურადაა გამოქვეყნებული ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდებზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ავიაკომპანია „აირზენას“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელი რეისების დაგეგმვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.