ნათია თურნავა - ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსია, მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები
ნათია თურნავა - ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსია, მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტორებს შორის არის საქართველოს დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები.

„თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა. ლარი რომ მყარდება, ეს არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც დადებითად აისახება საბოლოო ჯამში, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ღირს.