ნათია თურნავა - კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ უფრო მაღალი ტარიფების მოთხოვნა უსაფუძვლოა, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე
ნათია თურნავა - კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ უფრო მაღალი ტარიფების მოთხოვნა უსაფუძვლოა, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თურნავას თქმით, კომპანიის მოთხოვნა ტარიფების მეტად გაზრდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ამ პოზიციაზე მყარად დგანან.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის. ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის სასამართლომ ქართულ მხარეს 80,5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია.

დატოვე კომენტარი