ნათია თურნავა - კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს
ნათია თურნავა - კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს

კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, –  ჟურნალისტების კითხვას, აქვთ თუ არა ბანკებს რაიმე ბერკეტი, თავისით მიიღონ გადაწყვეტილება და არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ასე უპასუხა.

მისი თქმით, არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი.

„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგანაც კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მინდა, განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს.

ჩვენი რეგულაციის ადრესტები არიან კომერციული ბანკები და ზოგადად ჩვენს სისტემაში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები. მათ მიმართ არის ეს ინსტრუქცია, მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ ინსტრუქციით. აქვე ვიტყვი, რომ სანქციების აღსრულება არის უფრო ფართე ცნება, ვიდრე კონკრეტულად ცალკეული სანქცირებული პირის მიმართ რაღაცა უზრუნველყოფის ღონისძიებები. ეს პროცესი გრძელდება. ეს არის მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“, – განაცხადა თურნავამ.