ნათია თურნავა - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ  
ნათია თურნავა - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ  

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო დაწყების საკითხზე აშშ-ი ჩვენი ვიზიტი წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო დელეგაციამ დაარწმუნა ავიაკომპანიები, რომ ფრენების დაწყება საქართველოში საინტერესო და მიმზიდველია.

„ჩვენი ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დავიწყეთ მოლაპარაკება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან – „დელტა“ და „იუნაითედ ეარლაინსი“ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ვიზიტი იყო საკმაოდ წარმატებული. ძალინ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ორივე კომპანიის მენეჯმენტს საქართველოს შესახებ. ასევე, ვფიქრობთ, დავარწმუნეთ, რომ ამ მიმართულებით ფრენების დაწყება არის საინტერესო მათთვის და მიმზიდველი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენთვის აშშ-ი არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ეს იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მესიჯი, თუ ჩვენ ბიზნესებსა და ხალხებს შორის იქნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ამერიკული კომპანია მოემსახურება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მრავალ კომპონენტს და ეტაპს მოიცავს.

„მთავარი დიალოგი დაიწყო და ჩვენ ვართ განწყობილი იმედიანად და პოზიტიურად, რომ მოლაპარაკებებს დავასრულებთ წარმატებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი