ნათია თურნავა - გუნდში არანაირ კრიტიკულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია
ნათია თურნავა - გუნდში არანაირ კრიტიკულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია

გუნდში არანაირ კრიტიკულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია და შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მე ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ შიდა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას. ეს დღეები დაკავებული ვარ, დავდივარ საწარმოებში, ამიტომ შეიძლება ყველა დეტალში არ ვიყო ჩართული, მაგრამ ნამდვილად არანაირ კრიტიკულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია და შესაბამისად ვერც დავადასტურებ. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი არის მხარდაჭერილი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ და ეს დადასტურდა წინა არჩევნებზე და დარწმუნებილი ვარ, რომ ასევე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში, დანარჩენი ყველაფერი არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.